მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

პუბლიკა

26 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს ასცდა და 510 000-ზე მეტია. მათგან 23 079 ადამიანი გარდაიცვალა, 122 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

Worldometer-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული, ჯამში, ჯერჯერობით ისევ ჩინეთშია – 81 285; 3 287 გარდაცვლილითა და 74 051 გამოჯანმრთელებულით, თუმცა ჩინეთში ძალიან შემცირდა ინფიცირების ახალი და ისევ აქტიური შემთხვევები.

დღეს ჩინეთს თითქმის გაუტოლდა იტალია, სადაც კორონავირუსი უკვე 80 539 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან ჩინეთზე ბევრად მეტი – 8 215 ადამიანი გარდაიცვალა, 10 361 კი გამოჯანმრთელდა.

ამ ორი ქვეყნის გარდა, დიდი რაოდენობით ინფიცირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც დღეს კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 75 665-ს მიაღწია, გარდაიცვალა 1100 და გამოჯანმრთელდა 1863 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა ჰყავს ესპანეთს (56 197), გერმანიას (43 646), ირანს (29 406) და საფრანგეთსაც (25 233, გუშინდელი მონაცემებით).