დეკემბერში მსოფლიოში „კოვიდ-19-ით“ 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა - WHO

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ დეკემბერში მსოფლიოში „კოვიდ-19-ით“ 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გასულ თვეში 42%-ით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გაიზარდა. ამჟამად კი, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 სიკვდილი ბევრად ნაკლებია პანდემიის პიკთან შედარებით, პრევენციული სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ის მოსახლეობას აცრისკენტესტების გაკეთებისა და ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს. ასევე რეკომენდაციას აძლევს, ხშირად გაანიავონ დახურული სივრცეები.