პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებლის გაფრთხილებით, მოსალოდნელია პრეზერვატივების დეფიციტი.
მალაიზია ყველაზე მსხვილი რეზინის პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა და ასევე მსოფლიოში პრეზერვატივების მთავარი მიმწოდებელია. თუმცა მალაიზია სხვა ქვეყნების მსგავსად ახლა კარანტინის რეჟიმშია და წარმოება შეჩერებულია.
BBC სააგენტო France-Presse-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსოფლიოში გაყიდული პრეზერვატივებიდან ყოველ მეხუთეს აწარმოებს კონტრაცეპტივების მწარმოებელი კომპანია Karex. კომპანიის დირექტორი სააგენტოსთან ადასტურებს, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია დეფიციტი.
გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს განცხადებით, ორგანიზაციას პრეზერვატივების საჭირო რაოდენობის მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი მიეწოდება.
„პრეზერვატივის ან ნებისმიერი კონტრაცეპტივის დეფიციტმა შეიძლება, გამოიწვიოს არასასურველი ფეხმძიმობის რაოდენობის ზრდა, რაც პოტენციურად ჯანმრთელობისა და სოციალური კუთხით დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება მოზარდი გოგონებისთვის, ქალებისთვის, მათი პარტნიორებისა და ოჯახებისთვის“, – ციტირებს AFP გაეროს წარმომადგენლის კომენტარს.
მათივე განცხადებით, დეფიციტმა შესაძლოა, გამოიწვიოს სარისკო აბორტების, სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისა და აივ-ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.