მსუბუქი შემთხვევების ჩათვლით, იტალიაში შეიძლება 10-ჯერ მეტი ინფიცირებული იყოს - იტალიის ხელისუფლება

პუბლიკა

კორონავირუსის პანდემია იტალიაში მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროისათვის 64 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6000-ზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 9.5%-ია. თუმცა, როგორც Reuters წერს, იტალიის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ შემთხვევათა საერთო რაოდენობა გაცილებით მეტი, სავარაუდოდ, 10-ჯერ დიდია და შესაბამისად, არც სიკვდილიანობის მაჩვენებელია საგანგაშო.

ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც წესი, ვირუსზე ტესტს უკეთებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც საავადმყოფოში ხვდება და ათასობით შემთხვევა შესაძლოა, აღურიცხავი დარჩეს.

„ერთი აღრიცხული შემთხვევის შეფარდება 10-თან სარწმუნო პროპორციაა“, – ამბობს მოქალაქეთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელიმა, ანჯელო ბორელი გაზეთ La Repubblica-თან ინტერვიუში. ბორელის, ვინც იმ უწყების ხელმძღვანელია, რომელსაც საგანგებო სიტუაციების განსაზღვრის, პრევენციისა და მართვის ფუნქცია აკისრია, მიაჩნია, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ,640 000-მდე ინფიცირების შემთხვევა იქნებოდა.

ამავდროულად, იტალიაში ფრთხილი ოპტიმიზმით აკვირდებიან ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევათა კლებას. „მე, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ. არ მინდა, იმედი გამიცრუვდეს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ორკვირიანმა საყოველთაო კარანტინმა და ხელისუფლების სხვა ზომებმა შედეგი გამოიღო“, – განუცხადა ბერგამოს მერმა, ჯიორჯო ჯორიმ ჟურნალისტებს.