მთავარი არხი: ჩვენს ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

პუბლიკა

„მთავარი არხის” ინფორმაციით, მათ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

არხის ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა და ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.

არხის ინფორმაციით, ვებგვერდზე კიბერთავდასხმა დილის 5 საათზე დაიწყო და წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი.