„მთავარი არხის” ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. კერძოდ თავდამსხმელებმა მედიის წარმომადგენლებს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს. ასევე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ემა გოგოხია ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მედიის წარმომადგენლები ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს იღებდნენ. ემა გოგოხიას თქმით, ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს 12 ადამიანი დაესხა.
„პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.