სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კრიტიკულ ტელევიზიებს „სატანის მიკროფონს” უწოდებს და სინანულისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ მან 25 თებერვალს ქადაგებისას განაცხადა.
„…საქართველოზე არის შემოტევა, საშინელი. ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა, რა ხდება ხომ?! ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას. პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა.
და ეს ტელევიზიები, „მთავარი არხი” რომ ჰქვია, „TV პირველი” და „ფორმულა” და კიდევ ზოგიერთები – ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, მოიქცენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია”, – განაცხადა მან.
გასულ კვირას „ფორმულას” ჟურნალისტზე ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიული დამოკიდებულების მიზეზების განხილვა. მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს მმართველ პარტიას, რომ მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა.