„მთავარი არხის" ცნობით, აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი მათი ოპერატორი თავისუფალია

პუბლიკა

„მთავარი არხის” ცნობით, აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი მათი ოპერატორი, სერგი ბარამიძე თავისუფალია. მათი განცხადებით, ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს.

ასევე, გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე. მას რამდენიმე პოლიციელი დაუპირისპირდა, დაუმტვრიეს კამერა.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ამის შემდეგ სერგი ბარამიძე დააკავეს. ის შსს-ის განყოფილებაშია გადაყვანილი.