„მთავარი არხის" ცნობით, ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

პუბლიკა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

ყორშია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. როგორც „მთავარი არხი” ამბობს, ბექა ყორშია იმ დროს დააკავეს, როცა ის სხვა ადამიანს ეხმარებოდა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ადვოკატი ყორშიას მოინახულებს.


პროტესტის მეცხრე დღეს სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.

მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა მსვლელობით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. მათ, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავს „ქართული ოცნების“ შეიარაღებული „ტიტუშკები“ დაესხნენ.

მსვლელობა საბურთალოზე დასრულდა.