„მთავარი არხის” ჟურნალისტს გიორგი მამნიაშვილს თქმით, გოგა ხაინდრავა და ვატო შაქარიშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მთავარი არხის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფომრაციით, თავდასხმა ქაშვეთის ეკლესიასთან მოხდა.
მათივე ცნობით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მამნიაშვილი ამ წუთებში პოლიციაშია.
ვატო შაქარაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა, რომ გიორგი მამნიაშილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:
„რაც ცხოვრებაში ხდება, ადამიანს როცა შეურაცხყოფას აყენებენ, ეგ ხდება ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული – ცხვირ-პირში ხვდება იმას, ვინც მონას დამიძახებს. რომ არ მოხვედრია, იმიტომაც ბედავენ ამდენს. სხვაც გააკეთებს? – სხვასაც მოხვდება… სილა [მოვარტყი], „პადლეცი“… თუ არ დაანებებენ ქუჩაში ადამიანების დევნას და შეურაცხყოფას თავს, მიიღებენ უარესს“.
„პუბლიკა“ მომხდარის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.