„მთავარი არხის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება” - 41%, ენმ/გაერთიანებული ოპოზიცია - 33%

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი IPSOS-მა ჩაატრა.

ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიებს შორის ხმები პროცენტულად ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება” – 41%;

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 33%;

„ევროპული საქართველო” – 5%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%;

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1%;

„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 4%;

„გირჩი“ – 3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;

„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 2%;

სხვა პარტიები – 5%.

IPSOS-ის კვლევით, თბილისში ხმების რაოდენობით პირველია ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია 35%-ით, მას მოსდევს „ქართული ოცნება“ 30%-ით, „გირჩი“ – 8%, „ლელო“ – 7%, „ევროპული საქართველო“ – 4%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტები“ – 2%, „ლეიბორისტები“ – 2%, „მოქალაქეები“ – 2%, „ნინო ბურჯანაძე“ – 1%.

ცდომილების ზღვარია +/- 3%. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 13 000 რესპონდენტი.