„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, რურუას აღკვეთის ღონისძიება არ შეეცვალა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.

მას ბრალდების მხარე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე რურუამ.