ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მისი დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვყენებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს? IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:
- „ქართული ოცნება” – 25 %
- „ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 15,5 %
- „ევროპული საქართველო” – 5 %
- „სტრატეგია აღმაშენებელი” – 3 %
- „ლეიბორისტული პარტია” – 3 %
- „პატრიოტთა ალიანსი” – 3 %
- „გირჩი” – 2,5 %
- „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 2,5 %
- „ლელო საქართველოსთვის” – 2 %
- ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 1,5 %
- „თავისუფალი საქართველო” – 1 %
- სხვა პარტიები – 3 %
- არ ვიცი – 19 %
- უარი პასუხზე – 14 %
ალოკაციით (ალოკაცია ნიშნავს მეთოდს, რომლითაც მკვლევრები სხვა კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, თუ ვის მისცემენ ხმას ეს რესპონდენტები, რომლებიც არ პასუხობენ კითხვას, თუ ვის უჭერენ მხარს.) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება” – 38 %
- „ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 26 %
- „ევროპული საქართველო” – 9 %
- „სტრატეგია აღმაშენებელი” – 5 %
- „ლეიბორისტული პარტია” – 4 %
- „პატრიოტთა ალიანსი” – 4 %
- „გირჩი” – 3 %
- „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 3 %
- „ლელო საქართველოსთვის” – 3 %
- ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 2 %
- „თავისუფალი საქართველო” – 1 %
- სხვა პარტიები – 2 %