„მთავარია მოხდეს ჩუმად, იარაღის გარეშე" - როგორ უკვეთავდა ბებიის მკვლელობას ბრალდებული

პუბლიკა

პოლიციამ თბილისში დააკავა 26 წლის მამაკაცი, რომელიც, მათი მტკიცებით, ბებიის მკვლელობა შეუკვეთა.

პოლიციამ გაავრცელა ფარული ჩანაწერებიც, სადაც ა.ს. – ინიციალებით მოხსენიებული მამაკაცი მკვლელობას უკვეთავს. საუბარი რუსულ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა როგორც შსს-ში გვითხრეს, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ა.გ. – შენ რაც გაინტერესებს, თუ მე მაწყობს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან მოვილაპარაკოთ.

ა.ს. – მე დრო ერთი კვირაც არ მაქვს.

ა.გ. – სად მუშაობს?

ა.ს. – ბიზნესი აქვს, უბრალოდ შედი, დააკაკუნე, მხოლოდ ხალხს არ ენდობა, მძღოლს მოჰყავს.

ა.გ. – გასაგებია.

ა.ს. – …და ტოვებს.

ა.გ. – იარაღი აქვს მძღოლს?

ა.ს. – არა.

ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახლში.

ა.გ – კარგი, მე ვაგდებ, შენ შედიხარ…

ა.ს. – კარებს ღია ტოვებ, უბრალოდ მოხურავ, ჩვენ შევალთ, ყველაფერს ავიღებთ, იმ საბუთებს პაპკით რომელიც მჭირდება და მორჩა.

ა.გ – და თუ ის არ მიღებს კარს?

ა.ს. – შეიძლება ისე გაკეთება, რომ მან მე დამინახოს.

ა.გ. – შენ დაგინახოს და შევალ მე, შენ ჩახვალ ქვემოთ.

ა.ს. – კი.

საერთო თანხა 100 000 დოლარია, თუ ხვალ გადავჭრით ამ საკითხს, მე შემიძლია თანხაზეც დავილაპარაკოთ, 50 000-ზეც.

ა.გ. – დამიმატებ?

ა.ს. – კი.

ა.გ. –  იქ, როცა ჩემს თანხას ავიღებ, აქ რამდენიმე ათასი დამჭირდება.

ა.ს.  – მე შენ მოგიძიებ ამ თანხას, ერთადერთი ჩვენი მოთხოვნაა, რომ იარაღის გარეშე. არის იარაღებზე მაყუჩი, მაგრამ მაინც დიდი ხმა ექნება.

ა.გ. -მოხრჩობა, ბლიად, მოვხედავ.

ა.გ. რამდენი წილისაა?

ა.ს. – 72. ყველაფერი ვიცი ამ ობიექტზე, საათობრივად, როდის მოდის, როდის მიდის, როცა ის მოდის საღამოობით, მაქსიმუმ ძაღლი გამოიყვანოს უკანა ეზოში. კამერა ვერ აფიქსირებს, დაცვა არ არის. შენ თვითონ შეხედავ.

ა.გ. ამას მე თუ არ გავაკეთებდი მას შენ თვითონ მოკლავდი.

ა.ს. მე თვითონ, ეს ძალიან ელემენტარულია, ეს ადვილია.

ა.გ. ის მოვგუდო თუ თოკით თუ ხელებით, თუ როგორ?

ა.ს. -მთავარია ჩუმად, ხმის გარეშე.

თუ ამ საქმეს გააკეთებ, კარგი შეკვეთაა ნახევარი მილიონის. იქ ჩემი ჰონორარიცაა, აი, აქ შეხედე შეაღებ სართულს…


პოლიციის განცხადების  მიხედვით, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის – 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი.

„ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას”. – ვკითხულობთ განცხადებაში.