„მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შეიტანა

პუბლიკა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხმა დაარსა „მედიის თავისუფლების ფონდი,“ სადაც თანხის პირველი შემომწირველი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალია.

გაბუნიას ინფორმაციით, ფონდის მიზანი ტელეკომპანიის ფინანსური მხადაჭერაა.

„გადავწყვიტეთ დავაარსოთ „მედიის თავისუფლების ფონდი“, დათოს მხარდაჭერით, ამდენი ადამიანის მოთხოვნით. ითხოვდნენ ისინი, მიგვეცა საშუალება დაგვხმარებოდნენ. ამიტომ, ჩვენ დავაარსეთ ეს ფონდი, რომლის პირველი მისია იქნება „მთავარი არხის“ შენარჩუნება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„დვალი ტუტ, 10 000 ტუტ“ – განაცხადა დვალმა, რომელიც ფონდს 10 000 ლარი შესწირა.

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიაა.