მთავრობა: 10 ახალი საკურორტო ქალაქის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.

მთავრობის ინფორმაციით, ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითიც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება, “- ამბობენ ადმინისტრაციაში.