მთავრობა დასავლეთის დაფინანსებით 5.7 მლრდ ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება რუსული კანონის მიღებით დასავლეთის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს.

TI-ის მიერ მომზადებულ სიას უცვლელად გთავაზობთ:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები:

  • ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა – 472 მლნ ლარი;
  • თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – 196 მლნ ლარი;
  • 100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია – 99 მლნ ლარი;
  • ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი – 95 მლნ ლარი;
  • ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო – ლაჯანური – 88 მლნ ლარი;
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 42 მლნ ლარი;
  • თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა – 32 მლნ ლარი;
  • ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი – 17 მლნ ლარი;
  • თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი – 14 მლნ ლარი;

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტები:

  • რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა – 579 მლნ ლარი;
  • ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 380 მლნ ლარი;
  • ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი – 321 მლნ ლარი;
  • ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა – 280 მლნ ლარი;
  • ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა – 135 მლნ ლარი;
  • ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა – 120 მლნ ლარი;
  • ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია – 31 მლნ ლარი;
  • ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა – 22 მლნ ლარი;
  • გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა – 20 მლნ ლარი

ევროკავშირის პროექტები:

  • ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება – 270 მლნ ლარი;
  • აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა – 118 მლნ ლარი;
  • ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი – 117 მლნ ლარი;
  • თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) – 39 მლნ ლარი;
  • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 35 მლნ ლარი;
  • მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) – 22 მლნ ლარი;

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, სახელმწიფო ბანკი) პროექტები:

  • იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 322 მლნ ლარი;
  • ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია – 158 მლნ ლარი;
  • საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება – 150 მლნ ლარი;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – 130 მლნ ლარი;
  • ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება – 123 მლნ ლარი;
  • მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71 მლნ ლარი;
  • კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 26 მლნ ლარი

მსოფლიო ბანკის (ძირითადი დონორები აშშ, ევროკავშირი, იაპონია) პროექტები:

  • ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა – 230 მლნ ლარი;
  • 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა – 131 მლნ ლარი;
  • ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო – 61 მლნ ლარი;
  • მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული;
  • ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 35 მლნ ლარი;
  • გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია – 20 მლნ ლარი

აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) პროექტები:

  • რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია – 159 მლნ ლარი;
  • ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა – 110 მლნ ლარი;
  • ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 95 მლნ ლარი;
  • წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში – 81 მლნ ლარი;
  • ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება – 80 მლნ ლარი;
  • ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება – 52 მლნ ლარი;
  • ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა – 40 მლნ ლარი;
  • რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 35 მლნ ლარი;
  • ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა – 25 მლნ ლარი;
  • ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა – 18 მლნ ლარი