„რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს ინტერთან“ ინტერვიუში.
„ცხადია, არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ (რაც მისთვის დამამცირებელი იქნება) საქართველოში საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ და ის, რაც ეხება უკრაინას, სოლიდარობისა და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.