მთავრობის განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ ექნებათ ვალდებულება, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა.
სხდომაზევე ითქვა, რომ ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.
მოგვიანებით რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომელიც აშენებული იქნება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე.