„ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და უახლოეს დღეებში ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, 31 მარტიდან 22 მაისამდე ქვეყანა ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რაც ითვალისწინებს დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, როგორ მართავდა ქვეყანას მთავრობა ამ 2 თვის განმავლობაში, და ამ კითხვებზე პასუხებს ისინი პარლამენტიდან უპასუხებენ.
„გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში ეს საკითხებია – როგორ მართავდა მართავდა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში… ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართული. მივალთ პარლამენტში და ყველა კითხვაზე, რომელიც არსებობს მთავრობის მიმართ, პასუხს გავცემთ”, – განაცხადა გახარიამ.
როგორც დღეს გამართულ ბიუროს სხომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მთავრობა პარლამენტის წინაშე 27 მაისს წარდგება.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.