„ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ახალი ინიციატივა წარმოადგინა.
„მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება პრობლემად. აქ გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. იქ იყო პრობლემა, როდესაც სიმსიმნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან უწევდათ გადახდა გარკვეულ ეტაპზე, ამ მკურნალობისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და აქაც დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის გადაწყვეტილებას, რითაც, ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელის გარეშე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და აადამიანებისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.” – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.