რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრიფინგი ეკონომიკის სამინისტროში. მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას იწყებს, „რაზედაც შემდგომშიც ექნებათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია”.
„ეს არის ახალი ტრენინგცენტრის მშენებლობა და გახსნა 2020 წელს. – თქვა მან – საუბარია სწავლებაზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად მოთხოვნადია, ჩვენი ქართველი მძღოლების სერთიფიცირება და დასაქმება ევროპულ ბაზრებზე, რომ ვგეგმავთ, გავაფართოვოთ“.
„ჩვენი ქართველი მძღოლები, ლოჯისტიკური მენეჯერები გადამზადდებიან ამ ცენტრში. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებას მთელი ევროპის მასშტაბით“ – თქვა მინისტრმა.