მთავრობა რაჭის დაცული ტერიტორიის შექმნას გეგმავს

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას, თქმით, მთავრობა რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს. მისივე ცნობით, დღეს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს კანონპროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ.

„რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც ამ რეგიონში გვაქვს, ასევე ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ იქ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი”, – განაცხადა მინისტრმა.