მთავრობა საპატრიარქოს უნივერსიტეტს 2 მილიონ ლარს გამოუყოფს

პუბლიკა

მთავრობამ 14 აგვისტოს გამოსცა განკარგულება, სადაც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ არის საუბარი.

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (ს/ნ: 205233022) ფინანსური დახმარების (2,000,000.00 (ორი მილიონი) ლარი) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”, – ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.