საქართველოს მთავრობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 200 000 ლარს გამოუყოფს.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის ფინანსური დახმარების (200,000.00 (ორასი ათასი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულება 9 ივლისით თარიღდება და მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.