მთავრობა წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკურ სესხს 5 წლით 4%-ით დაასუბსიდირებს – პრემიერი

პუბლიკა

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

როგორც შეხვედრაზე გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტისა, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, 5 წლის განმავლობაში.

„რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა გახარიამ.