მთავრობამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს - დეგნანი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

პუბლიკა

„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას. საკმაოდ ვრცელი დასკვნაა და ნაწილი ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით”. – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

“მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მას სჭირდება და რომ მისი უფლებები იყოს დაცული.

ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას მთავრობისადმი, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ – განაცხადა დეგნანმა.