მთავრობამ დაასწრო ევროკავშირს და საკმაოდ გულუხვად განაცხადა, რომ დახმარება არ სჭირდებათ - კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ხელისუფლებამ დაასწრო ევროკავშირს და საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ. ამაზე მან ფორმულას ეთერში, “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრა.

„საქართველოს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილობრივი არჩევნები ელოდება. არ გამოიყურება კარგად მმართველი პარტიის შანსები. ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, რომ არ იქნებოდა მეორე ტრანში, რადგან მთავრობამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რადგანაც მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება, მაშინ მათ რეპუტაცია დაუზინდებოდათ. შესაბამისად დაასწო მთავრობამ [ევროკავშირს] და საკმაოდ გულუხვად განაცხადა რომ არ გვჭირდება. ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. საუბარი არაა ევროკავშირზე, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე”.