მთავრობამ „განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით”, რამდენიმე პროექტი მოიწონა, მათ შორისაა მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტები, – ამის შესახებ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტების დადგმული სიმძლავრეა 150 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი.
„მათ შორის ქარის არის 110 მგვტ, 20 მგვტ – მზის, ხოლო დანარჩენი არის ჰიდროელექტროსადგურის… რამდენიმე ლოკაციაა, მათ შორის არის გორი, ქსანი, ასევე, ასპინძა”, – განაცხადეს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.