ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს და ის 10 ოქტომბრით თარიღდება.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. დაცვის ღონისძიების განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა“, – წერია დოკუმენტში.