მთავრობამ საპატრიარქოს სამი მიწის ნაკვეთი გადასცა - ორი 1 ლარად, ერთი კი უსასყიდლოდ

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს მიწის სამი ნაკვეთი გადასცა.

როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 13 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებებში წერია, საპატრიარქო აქედან ორ ნაკვეთს 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიიღებს, ხოლო ერთს უსასყიდლოდ – 99 წლით.

განკარგულებების მიხედვით, საპატრიარქოს გადაეცა:

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5670კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1 ლარად;
  • თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ. N41ა-ში მდებარე 1004კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები: N1, N2, N3 – 1 ლარად;
  • გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყელქცეულში მდებარე 215389კმ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი – უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 99 წლის ვადით;