არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ გაასაჯაროოს ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები. 29 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს პასუხების გასაჯაროებას, რადგან „იქ არის ისეთ საკითხები, რომლის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის“.
გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას.
„2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაასაჯაროოთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები, ან წარმოადგინოთ არგუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რა საფუძველით ახდენთ ინფორმაციის გასაიდუმლოებას.
იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს, როგორც ამას საქართველოსა და ევროკავშირის ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი მოითხოვს.
ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.“
ხელმომწერი ორგანიზაციები
- ღიასაზოგადოება საქართველო
- საერთაშორისოგამჭვირვალობა საქართველო
- საქართველოსდემოკრატიული ინიციატივა
- მედიისგანვითარების ფონდი
- საქართველოსატლანტიკური საბჭო
- მმართველობისმონიტორინგის ცენტრი
- დემოკრატიისკვლევის ინსტიტუტი
- უფლებებისაქართველო
- სამოქალაქოიდეა
- ევროპულ–ქართულიინსტიტუტი
- დემოკრატიისინდექსი საქართველო
- ეკონომიკურიპოლიტიკის კვლევის ცენტრი
- სამართლიანიარჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სოციალურისამართლიანობის ცენტრი
- მწვანეალტერნატივა
- ევროპისფონდი
- საქართველოსსტრატეგიის და განვითარების ცენტრი
- საქართველოსსტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი
- საქართველოსპოლიტიკის ინსტიტუტი
- აღმოსავლეთევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
- მშვიდობის, დემოკრატიისდა განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
- ინფორმაციისთავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- საქართველოსრეფორმების ასოციაცია
- ლიბერალურიაკადემია თბილისი
- სოციალურმეცნიერებათა ცენტრი
- პარტნიორობაადამიანის უფლებებისთვის
- კავშირისაფარი
- ციხისსაერთაშორისო რეფორმა
- ტოლერანტობისადა მრავალფეროვნების ინსტიტუტი
- ღიასივრცე კავკასია