„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ბანკმა, მთავრობასთან კონსულტაციით, პროგრამა „თიბისიშენთვის“ ფარგლებში, კორონავირუსის 10 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.
„ტესტები უახლოეს დღეებში იქნება საქართველოში და ჩამოსვლისთანავე გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს“, – ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.
საქართველოში, ამ დროისთვის, მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 108 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 21 გამოჯანმრთელებულია.
ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278.