მთავრობის ადმინისტრაცია სოფო მდინარაძემაც დატოვა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო მდინარაძემაც დატოვა.

ამის შესახებ  სოფო მდინარაძემ თავად დაუდასტურა „პუბლიკას“. მისი თქმით, ადმინისტრაცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ დატოვა. ასევე, თანამდებობა დატოვა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. როგორც გახარიამ მაშინ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. მისი თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.