საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციაში BMG-ის მთავარი რედაქტორის არშეშვება დაუშვებელი და დისკრიმინაციულია.
ქარტიის საბჭო აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.
BMG-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია ამბობს, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა უნდა გაეშუქებინა, არ შეუშვეს.