მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, მცირე დაპირისპირება იყო. პოლიციამ აქტივისტი ნიკა ნარსია და ოთო გურგენიძე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიას გაარიდა.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რამდენი პირია დაკავებული და რომელი მუხლებით დაიწყო გამოძიება. პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.
როგორც „ტელეკომპანია პირველთან“ აქტივისტი ნიკა ფარულავა ამბობს, დაკავება კანცელარიასთან სტენსილების გაკეთების მცდელობას მოჰყვა. სხვა აქტივისტები ამბობენ, რომ აღნიშნულ პირებს სტენსილების გაკეთება დაწყებულიც არ ჰქონდათ და პოლიციამ ისინი გაფრთხილების გარეშე დააკავა.
„ხელისუფლებას ეშინია საპროტესტო სიმბოლიკის. ამის უფლება კანონით გვაქვს – დავტოვოთ საპროტესტო წარწერები. დაწყებულიც კი არ ჰქონდა ნიკა ნარსიას ხატვა, რომ დააკავეს, რაც კანონის დარღვევაა. მეორე ტურებამდე უფრო დიდი რეპრესიების დანერგვას ცდილობენ“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.