მთავრობის ადმინისტრაციასთან ვითარება დაძაბულია

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. ამ დროისთვის ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ენმ-ის წევრები არიან შეკრებილები. ასევე, იქ იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები.

გაწევ-გამოწევა პულივიზატორით წარწერების გაკეთების გამო დაიწყო. მთავრობის კანცელარიასთან პულივიზატორით წარწერის გაკეთებას ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი აპირებდა, რასაც პოლიცია ეწინააღმდეგება.


მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე 8 საათის შემდეგ დაიწყო. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას სიტყვით გამოვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აქციები იქნება, სანამ:

  1. „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით;
  2. მერე არ იქნება გათავისუფლებული;
  3. არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები“.

მისივე თქმით, აქცია არ დაიშლება. ხვალ დილიდან აქცია პარალელურად რამდენიმე წერტილში გაიმართება, მათ შორის – იუსტიციის სამინისტროს შენობასთან.