მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზრვიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
“დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას”. – წერს იგი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც.