მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა.
ინფორმაცია სტრატკომის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა დაადასტურა.
მიშა ფეიქრიშვილი „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად 2023 წლის 22 მაისიდან მუშაობდა.
მანამდე, 2019 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მანამდე მიშა ფეიქრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში მუშაობდა.
იგი სხვადასხვა წელს „რადიო იმედში“, ტელეკომპანია „იმედში“, GDS-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.