პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი წარადგინა.
ჟორჟოლიანმა პოსტზე რევაზ ჯაველიძე ჩაანაცვლა – ჯაველიძე კობახიძემ თანამდებობას პირველი მარტიდან აღარ იკავებს. შესაბამის ბრძანებას პრემიერმა ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
კობახიძემ ასევე წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – პოსტს ნიკოლოზ ტყემალაძე დაიკავებს;
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად – ზურაბ აბაშიძე.
გიორგი ქაჯაიას რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.