მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თვითიზოლაციაშია

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.