მთავრობის დადგენილებით, ბანაკის ტიპის შეკრებები აიკრძალა | COVID-19

პუბლიკა

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა, რის თანახმადაც, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ადგილის მიუხედავად.

ამასთან, დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირები და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები დასაშვებია მხოლოდ თითოეული მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხო სემინარების, ტრენინგის, კონფერენციის გამართვას. მთავრობს დადგენილებაში ცვლილებებით, აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

ცვლილებები ამოქმედდება 19 ივლისიდან.