მთავრობის შეცვლა ჩვენი მიზანია - ვანო მერაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაწყებული ბრძოლა გაგრძელდება, რომლის მიზანი მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა იქნება.

ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა Ukrinform-ის მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე SAVE MISHA, რომელიც 10 მარტს გაიმართა.

მერაბიშვილის განცხადებით, მართალია, საქართველოში აქციები ამ ეტაპზე შეწყდა და ე.წ. „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონიც“ პარლამენტმს უკან გაიწვია, ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ეს ბრძოლა იქნება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის:

„როცა უკრაინა და მოლდოვა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს მაშინ ამ სტატუსზე უარი უთხრეს. ახლა საქართველოს მიეცა პერიოდი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეზოლუციისთვის. ახლა ვიწყებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ვაიძულებთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხში დათმობებზე წასვლას, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. [თარგმანი „რადიო თავისუფლება“]

არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში „ქართული ოცნების“ კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.

კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.

რეალობა არის ის, რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი“,- წერს მერაბიშვილი.

შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო: მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას ვაპირებთ, მთავრობის შეცვლა ჩვენი მიზანია – მერაბიშვილი