დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტი, ჯერჯერობით, არ უტარდებათ, მაგრამ ახალი ალგორითმისა და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების მიღების შემდეგ, მათ პერიოდულად შეამოწმებენ.
„თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერჯერობით, არ უტარდებათ. ველოდებოდით ამ ახალ ალგორითმს, რომელიც გუშინ იქნა ხელმოწერილი მინისტრის მიერ. ამ ახალ ალგორითმს ერთ-ერთი აქვს მაღალი რისკის პროფესიების პერიოდული ტესტირება.
აქ არის ლაპარაკი, ხაზგასმით აღვნიშნავთ, არა პჯრ დიაგნოსტიკა, არამედ ანტისხეულების ტესტის ჩატარება. აი, ყბადაღებული ანტისხეულები რომ გვესმოდა, სანდო ტესტები მსოფლიო ბაზარზე ნელ-ნელა გამოჩნდა და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ის მაღალი რისკის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას და უნდა გააგრძელონ, რადგან მათი მუშაობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნის მართვისთვის. აი, შესაძლოა, მათაც პერიოდულად ჩაუტარდეთ ხოლმე ტესტები ანტისხეულებზე“, – განაცხადა იმნაძემ.
იმნაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო მოხელეებიდან ვინმეს უკვე კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, მას ჩვეულებრივ არა ანტისხეულებზე დამყარებული, არამედ პჯრ ტესტით შეამოწმებენ, როგორც სხვა შესაძლო ინფიცირებულებს.