მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში ტყვიის მასრები იპოვეს. დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდებარე გვირაბში ტყვიის რამდენიმე მასრა იპოვეს. ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაახლოებით, 5 გასროლის ხმა გაიგონეს.

„პირადად გავიგე გასროლის ხმა და ის მანქანაც დავინახე, რომელმაც იმ დროს გაიარა. სხვა მანქანა იქ არ ყოფილა, ეს იყო თეთრი ფერის „ტოიოტა ქემრი“ შავი შუშებით. ძალიან გავდა სახელმწიფო მანქანას. ვინ იყო, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ფაქტია, ხალხის დაშინებისკენ იყო მიმართული“, – ამბობს თვითმხილველი „მთავარ არხთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, სხვა დეტალებზე უწყება კომენტარს არ აკეთებს.