მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს – მთავრობა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.

მისი თქმით, რესტორნების მუშაობა შეიზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მან მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან რაოდენობრივი შეზღუდვა და ქორწილებში, ქელეხებში, დაბადების დღებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22 საათამდე. ამ დრომდე მუშაობდა კვების ობიექტები ამ ქალაქეში, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაოს 22 საათამდე.

დღეის მდგომარეობით, შეზღუდული გვაქვს იმ ღონისძებები ჩატარება როგორიცაა ქორწილები, ქელეხები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა სოციალური სუფრები. მათი წევრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე და გთხოვთ, დავიცვათ ეს რაოდენობა“, –  ამბობს ცქიტიშვილი.