„მთხოვდნენ ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას" - ტელეკომპანია „იმედს" ჟურნალისტი ტოვებს

პუბლიკა

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ ტელევიზია დატოვა.

მისი განცხადებით, მიზეზი ის იყო, რომ უშუალო ხელმძღვანელი სთხოვდა მოემზადებინა სიუჯეტი, „რომელიც აუცილებლად წაახალისებდა ძალადობას”.

„ჩემი და ტელეკომპანია იმედის თითქმის ხუთ წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს!

მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა”. – დაწერა მან ფეისბუქზე.

რუსული კნაონის ინიციირების შემდეგ ტელეკომპანია “იმედი”, სხვა თანამშრომლებმაც, სხვადასხვა გადაცემების წამყვანებმა, დატოვეს.

მოგვიანებით, ჟურნალისტს იმედის პროდიუსერი, ნათია სონღულაშვილი გამოეხმაურა: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად” – დაწერა მან.