მტკვარში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, მდინარე მტკვარში, დედაენის ბაღის მიმდებარედ კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, როგორ ამოჰყავთ მდინარე მტკვრიდან ცხედარი. ის  ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

ინფორმაციას „პუბლიკასთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ ადასტურებენ. ადგილზე მაშველებთან ერთად მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე მანქანა.