მუმლაძის თქმით, თავს დღესაც დაესხნენ

პუბლიკა

ენმ-ის წევრი გიორგი მუმლაძე აცხდებს, რომ თავს დღესაც დაესხნენ.

„ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მან განაცხადა, რომ დღეს, დაახლოებით, 6-ის ნახევარზე მარნეულის საკრებულოს წევრთან, ლაშა ქველაძესთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც სოფლის შესასვლელში დახვდა „ჰონდა ფიტი“, საიდანაც გადმოხტა 4 ნიღბიანი პირი და უშედეგოდ სცადეს მანქანიდან მუმლაძის გადმოთრევა. მუმლაძის თქმით, მანქანამ მათ 2-3 კილომეტრზე სდია, თუმცა როცა მუმლაძემ მანქანაში მესამე პირიც ჩაისვა, მანქანა გაიქცა. მუმლაძე ამბობს, რომ პოლიციამ მანქანის შესახებ ინფორმაცია ურეაგიროდ დატოვა.