ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ მგზავრებს, როგორ დასხდნენ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ დარგის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდეგ აღდგება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ მოქალაქეებს, როგორ უნდა დასხდნენ, როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე ამ თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დაწყებულია „გახსნითი ღონისძიებები, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება“.

მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება საქართველოში ამ დრომდე აკრძალულია.